Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5957 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5960 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8875 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8943 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0521 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 29 ოქტომბერს შევა ძალაში.