1789732773
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
განკარგულება საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.