1789561107
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე, ასევე, ორი ქვეყნის როლზე რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ზაქარაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.