საგარეო საქმეთა სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
„რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.
თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.
დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.