1751956234
პოლიტიკა
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, სერბეთის სასახლეში სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.