Loading data...
ტრამპი: უკრაინაში კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა კრემლის მმართველის, ვლადიმერ პუტინის პოზიციით უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, - აცხადებს ტრამპი.