რატი იონათამიშვილი: სიმბოლურია, რომ „ნაცებს“ სურთ აქციის გამართვა იმ „დოქებთან“, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია, ასევე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს აგენტურული ჯგუფების დემონტაჟი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სიმბოლურია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვა სურს ე.წ. რიყის დოქებთან, რომლის დემონტაჟიც დაწყებულია.
იონათამიშვილის თქმით, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ასევე ამ აგენტურული ჯგუფების დემონტაჟი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც გავიგეთ, რომ „ნაცებმა“ წერილის წერაც არ იციან. აქციების გამართვა ხომ არ იციან, დავალებების შესრულებაში ხომ ოროსნები არიან და ახლა გავიგეთ, რომ წერილის წერაც არ იციან. ძალიან კარგია ლუსტრაცია, ერთი მხრივ, მათი უუნარობის, მეორე მხრივ, სიმბოლურია, რომ „ნაცები“ გამოდიან იმ „დოქებთან“ აქციის გამართვის განზრახვით, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია, ისევე როგორც სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს თავად ამ აგენტურული ჯგუფების დემონტაჟი. რაც უფრო მეტად იაქტიურებენ, რა თქმა უნდა, ეს ჭაობის პრინციპით მათ განადგურებას მეტად დააჩქარებს“, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ე.წ. რიყის დოქებთან აქცია დააანონსა. აქცია დღეს არის დაგეგმილი.