Loading data...
რატი იონათამიშვილი: სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ამოცანაა, მომავალ თაობებს სიძულვილისგან დაცლილი პოლიტიკური ველი უნდა დავუტოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროში სამმართველო შექმნა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განმტკიცებული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ამოცანაა.

„სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ამოცანაა, რომელიც, უპირველესად, მომავალ თაობებს სჭირდება, რათა მათ სიძულვილისგან დაცლილი პოლიტიკური ველი დავუტოვოთ. ამ ინიციატივას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაემთხვა, რომელმაც მკაფიო ხაზი გაავლო, სად მთავრდება აზრის გამოხატვის თავისუფლება და სად არის ადამიანის შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა.

სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განმტკიცებული ის პოზიცია, რომელიც ხელისუფლებას აქვს, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტროში სამმართველო შეიქმნას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.