1769491605
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს
საზოგადოება ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ ფასებმა დაიწიოს და გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე მთავრობასთან ერთად პარლამენტიც აქტიურად იმუშავებს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ის სიკეთეები, რომელსაც ეს პროცესი მოიტანს, თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ოპტიმალურ ვადებში განხორციელდეს და ამ მხრივ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტიც პროაქტიურად იმუშავებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.