1761639601
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ აგონიაშია
რადიკალურ ოპოზიციას ძალიან მძიმე დღე უდგას. ვხედავთ, როგორ პოლიტიკურ აგონიაში არიან ჩავარდნილი. ეს სწორია, რადგან ყველაფერი დაიმსახურეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალიზმი ამ ქვეყნის მტერია.
„რასაც ვხედავთ, „ნაცები“ ისევ ბრიუსელში დადიან, რადგან იციან, რომ საქართველოში მხარდაჭერა არ აქვთ და უცხოელებს ეუბნებიან, ამის გამო საქართველო დასაჯონ. სხვები კი სრულიად განადგურებული არიან. რადიკალიზმი ამ ქვეყნის მტერია, შესაბამისად, რაც უფრო გაარაფრდება ეს მიმართულება ქართულ პოლიტიკაში, მით მეტი სივრცე გაჩნდება გარემოს გაჯანსაღებისთვის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.