1761826493
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“
მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ წლების განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას.
„კონსტიტუციის 23-ე მუხლში ფაქტობრივად ჩანაწერი არ არის, რომელიც არ დაერღვიოს „ნაცმოძრაობას“. ეს ნიშნავს, რომ ეს პარტია საკუთარი საქმიანობის განმავლობაში, ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სახელმწიფოს და პირდაპირ მტრობს ქართველ ხალხს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება ერთადერთი გადაწყვეტილება, ამისთვის ყველა არგუმენტი საჯაროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.