რატი იონათამიშვილი: გარე ძალები რადიკალურ ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციასა და დაპირისპირებას ნერგავდნენ, რადიკალურ ნაბიჯებზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ძალები მშვიდობას დაუპირისპირდნენ, თუმცა ხელისუფლება მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.
„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციასა და დაპირისპირებას ნერგავდნენ, რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა, როცა რეგიონში ასეთი ომი მძვინვარებს. სწორედ ამ მშვიდობას დაუპირისპირდნენ გარკვეული ძალები, რამაც შემდეგ მთელი რიგი უსამართლო გადაწყვეტილებები გამოიწვია. ამის მიუხედავად, მშვიდობასა და სტაბილურობას ვინარჩუნებთ, რაც კეთილდღეობის გარანტიაა. ცხადია, სწორედ ამ მზრუნველობითა და შენარჩუნებით მოვიპოვებთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციასაც მოუტანს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.