Loading data...
რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატები, ერთი მხრივ, აქეზებენ ძალადობას და აშკარა ფაქტებზე თვალს ხუჭავენ, მეორე მხრივ, საქართველოს უსამართლოდ თავს ესხმიან

ევრობიუროკრატებს ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, მათი მიზანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისას მათი რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში ილახება.

„ევრობიუროკრატებს ადამიანის უფლებები საერთოდ არ აინტერესებთ, მათი მიზანი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გატარებაა.

სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი ერთი ხელით ყოველთვის აქეზებენ ძალადობას და აშკარა ფაქტებზე თვალს ხუჭავენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს უსამართლოდ თავს ესხმიან.

როგორ ჩანს, არც ის ადარდებთ, რომ საბოლოოდ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებისას მათი რეპუტაცია ქართული საზოგადოების თვალში ილახება“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.