რატი იონათამიშვილი: ე.წ. პარტიებს ამომრჩეველი არ გააჩნიათ, იმ მცირე რაოდენობის მხარდამჭერებსაც ემალებიან, მათთან გამოჩენასაც ვერ ბედავენ, რადგან საუბრის უნარი და რესურსი არ გააჩნიათ
ე.წ. პარტიებს ამომრჩეველი არ გააჩნიათ, იმ მცირე რაოდენობის მხარდამჭერებსაც ემალებიან, მათთან გამოჩენასაც ვერ ბედავენ, რადგან ელემენტარული საუბრის უნარი და რესურსი არ გააჩნიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ვინც ცდილობს, უცხოური გავლენებით გავიდეს ფონს, ერთადერთს მიაღწევენ, გახდებიან პოლიტიკური ბანკროტი.
„ვინმეს თუ ჰგონია, საქართველოში არჩევნებში გადამწყვეტია სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან კომუნიკაცია, ეს დრო დიდი ხანია დასრულებულია და არასდროს დაბრუნდება, რადგან საქართველო თავმოყვარე, ღირსეული და სუვერენული სახელმწიფოა. ვინც ცდილობს, უცხოური გავლენებით გავიდეს ფონს, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, პოლიტიკური ბანკროტი და იმ მდგომარეობაში ყოფნა იქნება, როდესაც ამომრჩეველი არა თუ არ ეყოლებათ, მოქალაქესთან საუბრის რესურსიც კი არ ექნებათ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.