Loading data...
რატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა, ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში

„ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ის პირები, რომლებიც ესტონეთში ამ კანონს მხარს უჭერენ, საქართველოში ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ.

„ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ეს პირები აქ, თბილისში ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაეკლესიო აქციებზე იღებდნენ მონაწილეობას და ასევე გვახსოვს ისინი როგორ აფინანსებდნენ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა თუ „ენჯეოებში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.