Loading data...
რატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, რაც უფრო მალე მოხდება, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

ერთადერთი უნარი, რომელიც აგენტურულ ოპოზიციას აქვს, ეს გაქრობის უნარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს რაც უფრო მალე მოხდება, ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება.

„ფაქტობრივად, ეს ადამიანები აღიარებით ჩვენებებს იძლევიან, როგორ ვაჭრობენ ყველაფრით და ყველას წინაშე. მათი ამორალურობის დონეს საზღვარი არ აქვს. ეს ადამიანები ერთმანეთის მზეს იფიცებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინაც ყალბები იყვნენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.