Loading data...
რატი იონათამიშვილი: ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, რაც, პირველ რიგში, არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი მიდგომები

ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს, რაც, პირველ რიგში, არის კანონის უზენაესობა და სამართლიანი მიდგომები, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით გამოჩნდა ის ღირებულებითი დეკადანსი, რომელიც დღეს ევროპულ ბიუროკრატიას გააჩნია.

„ეს ყველაფერი სინამდვილეში საფრთხეს უქმნის თვითონ ევროკავშირსაც. დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებებისკენ შემობრუნება მოხდება და ამის ნიშნები ცალკეულ ქვეყნებში ნამდვილად შეინიშნება. ბოლო მაგალითი იყო ჩეხეთში განხორციელებული საარჩევნო შედეგები. ჩვენ, რასაკვირველია, განვაგრძობთ იმ გზას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.