Loading data...
რატი იონათამიშვილი: ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნის თვალსაზრისით

„ანაკლიის პორტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ქმედით ნაბიჯებს სწორედ სახელმწიფო გადადგამს, მით უმეტეს, შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ანაკლიის პორტს მსოფლიო ეკონომიკური რუკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება, რაც სოციალურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ნავსადგური ააშენოს „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.