Loading data...
რატი იონათამიშვილი: აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, შსს-ის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. 

„აკუსტიკური იარაღები, ელექტროშოკური მოწყობილობები და აეროზოლები არ შეიძლება, ისეთივე ხელმისაწვდომი იყოს მოქალაქისთვის, როგორც სურსათი მაღაზიაში, ვინაიდან ეს ნივთები სხვა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისთვისაც გამოიყენება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მკაცრი რეგულაციები არსებობდეს. კონტროლირების სტანდარტი და მექანიზმები იყოს საკმაოდ მაღალი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.