Loading data...
რატი იონათამიშვილი: აგენტურულ ოპოზიციას უდგას არამხოლოდ კრიზისი, არამედ აპოკალიფსი

„აგენტურულ ოპოზიციას უდგას არა მხოლოდ კრიზისი, არამედ აპოკალიფსი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რა დროსაც მან 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლა დააანონსა.

„ისინი ფანტასმაგორიაში არიან გადავარდნილი. როგორც ჩანს ეს გარკვეული დავალება არის მათი პატრონების მხრიდან გაცემული, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი რესურსი არ გააჩნია“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.