Loading data...
ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ, უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და ამის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება

საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და ამის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩესის განცხადებაზე, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან თავის ამოშლა.

ქადაგიშვილის შეფასებით, ასეთი ტყუილებით თავის თავს და საქართველო-ევროპის დაახლოებას აზიანებენ.

„ეს [ნაჩო სანჩესის განცხადება] არის საინფორმაციო ერთგვარი პროვოკაციები, როდესაც საინფორმაციო აყალმაყალის და პროვოკაციის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და ამის გარშემო გარკვეული საინფორმაციო დღის წესრიგი დგება.

ქალბატონი რასა გამოდიოდა ევროპარლამენტში, რატომ არ აქვს ფასი მათ რეზოლუციას? დიდი ამბით აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. როცა ამ ფრაზას ამბობ, ერთი არგუმენტი და ფაქტი მაინც მოაყოლე, ხომ არ შეიძლება 7-8 თვის განმავლობაში ამას იძახდე და ერთი არგუმენტი არ გაგაჩნდეს, რატოა გაყალბებული, გარდა იმისა, რომ წააგე არჩევნები. 

ასეთი ტყუილით უნდათ საქართველოში სიტუაციის შეცვლა, ვერ ცვლიან და თავის თავს აზიანებენ, საქართველო-ევროპის დაახლოებას აზიანებენ. ტყუილებს მაინც მოკლე ფეხი აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.