1768887505
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, როდესაც სარკინიგზო შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა.
ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
I express my deep sorrow over the tragedy in Spain, where a railway accident resulted in the loss of human lives.
— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) January 20, 2026
I extend my condolences to the families of the victims and affirm my solidarity with the people of Spain during this difficult time.