Loading data...
პრემიერი: რადიკალური ოპოზიცია განწირულია მარცხისთვის - 60%-მდე ურყევი მხარდაჭერა გვაქვს, კოალიცია გამორიცხულია

ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში, 55-იდან 60%-მდე მერყეობდა ჩვენი მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ანუ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებისგან 55-იდან 60%-მდე გვაქვს ურყევი მხარდაჭერა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, კოალიცია პრაქტიკულად გამორიცხულია. რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარებამდე წინ არის კიდევ 7-8 თვე, მაგრამ ბუნებრივია, არსებით ცვლილებებს არ ველოდებით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი განწირულია მარცხისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება.