Loading data...
პრემიერი: მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება

მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 2011-2012 წლების მოვლენებმა გაამყარა გუნდში რწმენა იმის მიმართ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმვა.

„მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, ეს გამოცდილებამ გვაჩვენა.

ამდენი ხნის განმავლობაში, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, ისეთი რეჟიმი იყო და სრული მხარდაჭერა ჰქონდათ ევროპული და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიიდან.

ამხელა ძალას დაუპირისპირდა და ჩამოაშორა ხელისუფლებას. შესაბამისად, 2011-2012 წლების მოვლენებმა გაამყარა, რა თქმა უნდა, გუნდში რწმენა იმის მიმართ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმვა.

შემდეგ იყო სხვა მოვლენები, განსაკუთრებით შევეხები 2022, 2023, 2024 წლების მოვლენებს, იქ რომ არა განსაკუთრებული სვლები, რომლებიც გაკეთდა ჩვენი გუნდის მიერ და ამაზე სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალია - ჯერ კიდევ 2020 წელს გვესაუბრებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა პროცესები შეიძლება განვითარებულიყო და გუნდს როგორ უნდა ემოქმედა ასეთი პროცესების პირობებში.

2020 წელს ჰქონდა გათვლილი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 2022, 2023, 2024 წლებში. 2020 წელს მას უკვე ჰქონდა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო ჩვენი გუნდი. როდესაც ასეთი გამოცდილება გაქვს, ასეთ დროს ნდობა კონკრეტული ადამიანის კომპეტენციის მიმართ არის განსაკუთრებული და ეს არის მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად იმარჯვებს ხოლმე სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი“, - აღნიშნა პრემიერმა.