1781010269
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6607 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6625 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0779 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0683 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0577 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ივნისს შევა ძალაში.