პრემიერი: ქრისტიანული კულტურული სივრცე იყო მთავარი, რატომაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპისკენ იყურებოდნენ, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ებრძვიან არაფორმალური ძალები ევროპაში, არის სწორედ ქრისტიანული კულტურა, იმედს ვიტოვებთ, ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება
ქრისტიანული კულტურული სივრცე იყო მთავარი, რატომაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპისკენ იყურებოდნენ, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ებრძვიან არაფორმალური ძალები ევროპაში, ეს არის სწორედ ქრისტიანული კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო კვლავაც განაგრძობს შესაბამისი ზომების მიღებას, რათა ვითარება შეიცვალოს, თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი ვერ იქნება.
„ევროპა ჩვენთვის, პირველ რიგში, არის კულტურული სივრცე და ამ თვალსაზრისით არის ჩვენთვის ღირებული ევროპა, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავს მოვიაზრებთ. კულტურული განზომილებიდან გამომდინარე მოვიაზრებთ ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს ევროპის სივრცის ნაწილად. ქრისტიანული კულტურული სივრცე იყო მთავარი მიზეზი, რატომაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპისკენ იყურებოდნენ. ქრისტიანობა, ქრისტიანული კულტურა, საკუთარი იდენტობის დაცვის შესაძლებლობას ხედავდნენ ისინი ევროპაში. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რამ იცვლება, მათ შორის, სწორედ ამ კუთხით. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ებრძვიან არაფორმალური ძალები ევროპაში, ეს არის სწორედ ქრისტიანული კულტურა. შესაბამისი ღირებულებები, შესაბამისი ფასეულობები. აქედან გამომდინარე, ტენდენციები არის ძალიან მძიმე. თუმცა ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ჩვენთვის ძალიან ღირებულია, დავრჩეთ იმ ევროპული კულტურის ნაწილად, რომელიც გვახსოვს ტრადიციულად. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ შესაბამისი ზომების მიღებას, იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს, თუმცა ეს პროცესი ცალმხრივი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. დაველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, - განაცხადა პრემიერმა.