1793868159
პოლიტიკა
პრემიერი ევროკომისიის ანგარიშზე - ეს არ არის მწვავე ანგარიში, მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული, ეს ანგარიში მწვავეა მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა
„ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს შეეხებოდა.
მისივე თქმით, მწვავეა ეს ანგარიში მისი ავტორებისთვის.
„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.