Loading data...
უკრაინული მედია: უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ცნობა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს.

როგორც უკრაინული მედია წერს, საქმე ეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას. 

„მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა“, - აცხადებენ უკრაინის ანტიკორუფციულ ცენტრში.