პრემიერი: ეუთოს ანგარიშის ავტორი ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ
„ეუთოს ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამომრჩეველს, არჩევნების დღეს ეაქტიურათ და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ.
„კამპანიები ელჩებისა და სხვა ე.წ. კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. ანგარიშის ავტორი ვერც ამ შემთხვევაში მალავს მიკერძოებას და ცალმხრივად საუბრობს ხელისუფლების რიტორიკაზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ პასუხია იმ პოლიტიკურ შტურმზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, ე.წ. ენჯეოები და კონკრეტული ელჩები ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებენ.
ანგარიშის ავტორს არც იმის ხსენება მოუნდა, რომ ევროკავშირის ელჩი საპარლამენტო არჩევნების წინ ღიად მოუწოდებდა ამომრჩეველს, არჩევნების დღეს ეაქტიურათ და ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ. ავტორს არც იმის გახსენება მოუნდა, რომ ეუთოს წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები არჩევნების წინ თბილისში პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და ოპოზიციას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ამ ფონზე, ანგარიშს ჩვენი საზოგადოებისთვის, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.