Loading data...
პრემიერი: 4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი

„4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი - ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე.

„ჩვენ გვქონდა საერთო მიდგომა, რომ ყველა შენობაში შიგნით უნდა ყოფილიყვნენ მობილიზებული სპეცრაზმის წარმომადგენლები და ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე. ისინი გადავიდნენ ძალადობაზე და ძალადობის პირველი აქტი იყო ღობის მორღვევა. როგორც კი ღობე მოარღვიეს, ჯერ ჩაერია სახელმწიფო დაცვის სამსახური და მერე მაშინვე გაამაგრა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური სპეცრაზმმა. ეს იყო მოვლენების განვითარება. ყველაფერი წარიმართა ჩვენი ტაქტიკის შესაბამისად. როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი. 4 ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი - ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე. ეს იყო ჩვენი ტაქტიკა. როცა სპეცრაზმი გარეთ არის გამოყვანილი, ამან შეიძლება წაახალისოს ძალადობა, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა ტაქტიკა. ჩვენ ავირჩიეთ ტაქტიკა, ყველა შენობაში შიგნით იყო განლაგებული სპეცრაზმი და როდესაც აქციის კონკრეტული მონაწილეები გადავიდნენ ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლესთან, მაშინვე ჩაერთო სპეცრაზმი საქმეში“, - განაცხადა პრემიერმა.