Loading data...
პრემიერი: 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაშიც არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ ეს რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს, დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, ვინაიდან ეს არის აბსურდი, თუმცა რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი

„ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი - 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაშიც არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს. ვერც იტყოდნენ, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვერც იტყოდნენ ამას, ვინაიდან ეს არის აბსურდი და ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი.

„ვერც იტყოდნენ, პრინციპში, იმიტომ რომ ეს არის აბსურდი. თუმცა, რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. ეს არის ძალიან მკაფიო, რაც ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ ჩვენს გარშემო, არაერთ ქვეყანაში, ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები - იგივე მოლდოვა არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც წამოვიწყეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.