1791359350
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.