Loading data...
პრემიერ-მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა - საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პრემიერ-მინისტრის დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, - აღნიშნულია განცხადებაში.