1784923425
პოლიტიკა
POS TV-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას მართვის მოწმობა 6 თვით შეუჩერდა, რადგან მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას მართვის მოწმობა 6 თვით შეუჩერდა.
ის „ფიატის“ მარკის ავტომობილს აბაშიძის ქუჩაზე, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რაც ალკოტესტმა დაადასტურა.
ბოკუჩავა დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 116 პრიმა მუხლით, ავტომობილი კი გადაყვანილია საჯარიმოზე.