1759607728
პოლიტიკა
პიტერ სიიარტო: ვულოცავ კახა კალაძეს, რომელიც ხელახლა აირჩიეს თბილისის მერად

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოშიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. ჩვენმა პატრიოტმა მეგობრებმა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს. ბრავო! ვულოცავ კახა კალაძეს, რომელიც ხელახლა აირჩიეს თბილისის მერად. მაინტერესებს (სინამდვილეში არა...) როდის დაგმობს ევროკავშირი ოპოზიციის განადგურებას“, - წერს სიიარტო.