პიტ პატელი: საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ჰაბი
გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის GFTN-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტ პატელი ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტსა და შუა დერეფნის რეგიონში აცხადებს, რომ სინგაპურის მსგავსად, საქართველოსაც აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ჰაბი.
„რამდენიმე წლის წინ, ჩვენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან დავიწყეთ პარტნიორობა, რათა ერთობლივად განგვეხორციელებინა პროგრამა, რომლის ფარგლებში თბილისის ფინანსური სამიტი იმართება. ამ ინიციატივის მიზანია მეტად თვალსაჩინო გავხადოთ საქართველოში მიმდინარე დიდებული ინოვაცია და ტალანტის განვითარება.
ჩვენ ბევრ მსგავსებას ვხედავთ სინგაპურსა და საქართველოს შორის, ორივე ქვეყანას მცირე მოსახლეობა ჰყავს, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა მოქმედებენ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რეგიონული ჰაბი შექმნას“, - აცხადებს პიტ პატელი.