Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9116 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8934 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0520 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 31 ოქტომბერს შევა ძალაში.