Loading data...
პაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, ვიდრე შვედეთის საგარეო უწყება არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, იქამდე რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია.

„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ 2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“.