1763022305
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, მიუთითოს ბრიუსელს, შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნებს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება, სადაც სახელმწიფო მდივანი აცხადებს: „არ მგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და, მით უმეტეს, ვერ განსაზღვრავს, როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში.
ჩვენი სათქმელიც ეს არის!“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.