პაპუაშვილი: ყველას ვაძლევ პირობას, რომ არავის მოვასვენებ ამ თემით, 4 ოქტომბერს „მტვიტავი“ საზოგადოება ვინც იყო უცხოეთიდან და მხარს უჭერდა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმს, ყველა იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც მოხდა

„ყველას ვაძლევ პირობას, რომ არავის მოვასვენებ ამ თემით. 4 ოქტომბერს „მტვიტავი“ საზოგადოება ვინც იყო უცხოეთიდან და მხარს უჭერდა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმს, ყველა იზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც მოხდა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმ დრომდე სანამ ევროპელებისგან არ იქნება საჯაროდ დაგმობილი 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, საქართველოს ხელისუფლება არც ერთ საკითხზე მათგან პრეტენზიებს არ მოისმენს.
„სანამ ნებისმიერი ევროპელისგან არ მოვისმენთ მკაფიო დაგმობას ხელისუფლების დამხობის მცდელობისა, სანამ თითოეული ადამიანისგან, რომელსაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში არ მოვისმენთ დაგმობას და გამიჯვნას 4 ოქტომბრის წინასწარ დაანონსებული სახელმწიფო გადატრიალებისგან მანამდე ერთი პრეტენზიაც კი არ მიიღება მათგან. ნებისმიერ მათ პრეტენზიას ავაფარებთ მათ გამაყრუებელ დუმილს 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. გასაკვირი აქ ერთი რამ არის, რომ ეს დუმილი ამხელს მთავარ რამეს, რომ დაგმობა იქებოდა მათივე დანაშაულის მხილება იმისა, რომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს. იმისა, რომ მხარს უჭერდნენ წინასწარ გაცხადებულ ხელისუფლების დამხობის სცენარს.
ყველას ვაძლევ პირობას, რომ არავის არ მოვასვენებ ამ თემით. ჩახედეთ არქივში 4 ოქტომბერს, საღამოს „X“-ზე, „ტვიტერზე“ დადებულ განცხადებებს. რასა იუკნევიჩიენე, მოლდოვის პრეზიდენტი, ჟიგიმანტას პავილიონისი, ევროპარლამენტარები და „ლეგიონია“ მათი სახელი, რომლებიც მიმდინარე სახელმწიფო დამხობის პარალელურად დებდნენ განცხადებებს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ა.შ. ანუ ქართველ ხალხს ეძახდნენ ამას და როგორც კი ჩაიშალა და ჩაიფუშა ეს დამხობა გაჩნდა სულ ყველა. ასე რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. 4 ოქტომბერს „მტვიტავი“ საზოგადოება ვინც იყო უცხოეთიდან და მხარს უჭერდა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმს, ყველა ეს ადამიანი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებს იმ ძალადობაზე, რაც საქართველოში მოხდა. დღემდე არ მოუკითხიათ ამ ხმამაღლა მოსაუბრე ელჩებს ის ორი პოლიციელი, რომელიც მძიმე დაშავდა და 23 პოლიციელი, რომელიც დაშავდა ამ შტურმის შედეგად. უნდა ლოცულობდნენ, რომ ჯანმრთელად გადაურჩნენ ამ ყველაფერს ვინაიდან სწორედ მათი წახალისებული ჯგუფები იდგნენ იქ, რომლებიც უტევდნენ პრეზიდენტის სასახლეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.