პაპუაშვილი: „გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში, სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მანდატების შენარჩუნებით, პარლამენტში საქმიანობის განახლებით მათ თავი გაითავისუფლეს
„გახარია საქართველოსთვის“ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, თავი გაითავისუფლეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ „ქართული ოცნების“ მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება.
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიას რაც შეეხება, მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნა ორ კრიტერიუმს ეფუძნება. პირველია, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორეა – პარტიის რელევანტურობა. „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა მათ თავის დროზე მანდატების შენარჩუნებით, ხოლო რამდენიმე დღის წინ განცხადებით, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს, ამ არგუმენტისგანაც თავი გაითავისუფლეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.