პაპუაშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ - ის კი 2 კვირაა, ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს

ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის.
„ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას.
ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს.
თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა“, - წერს Facebook-ზე პაპუაშვილი.