Loading data...
პაატა სალია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები, რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთამოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ.

მინისტრის თქმით, საკმაოდ სქელტანიანი დასკვნა მომზადდა 2-3 დღეში, მასზე მხოლოდ ერთი ექსპერტი და მისი ასისტენტი მუშაობდნენ, დასკვნაში ჩაწერილი რეკომენდაციები სცდებამოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს, დოკუმენტი არ მოიცავს ყველა მონაწილის მოსაზრებებს და უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს.

„მე უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ პროცესში, როდესაც ექსპერტი იყო ჩამოსული და გამართა სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრა. მე მას ვკითხე მისი მანდატი, შესაძლებლობები, დროის ფარგლები, რა დროში აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას. სიმართლე გითხრათ სულ 2-3 დღეში სქელტანიანო დოკუმენტის შექმნა, რომელიც, ძირითადად მოსაზრებებს ეფუძნება, მგონია, რომ არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ჩვენ ვწუხდეთ.

რაც შეეხება იმას, თითქოს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოთქვამენ წუხილს, წუხილს გამოთქვამენ იმის მიმართ თუ როგორ არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რა არის გათვალისწინებული და რა არა. გეტყვით დაზუსტებით, ის დოკუმენტები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ იმაზე ადრე, ვიდრე გათვალისწინებული იყო მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფს, უფრო სწორად ჯგუფიც არ იყო, იყო ექსპერტი და მისი ასისტენტი. ესეც ხაზგასასმელია, ერთი ადამიანი მუშაობდა.

დოკუმენტები, რომელიც მიაწოდა სამინისტრომ ეხებოდა პროგრესს, რომელიც არის საქართველოში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მრავალი ის მოვლენა, რაც იყო სააკაშვილთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სიმართლე და ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ამ საქმეში არ მოხვდა არც ერთი ის დოკუმენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას ამყარებდა, ეს არის მნიშვნელოვანი.

მე ვფიქრობ ასეთი დასკვნის შედგენისას აუცილებელია ყველა მხარის, ყველა მონაწილის მოსაზრებები და არა მხოლოდ განცხადებები ერთი მხარის და პოლიტიკურ შეფასებას დამსგავსებული განმარტებები. ამ დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც თუ რა რეკომენდაციებია. თუმცა ის რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდებამოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს“, - განაცხადა პაატა სალიამ.