Loading data...
პაატა სალია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე, ნებისმიერი მოვლენა შუქდება ისე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ტელევიზია მთელ მსოფლიოში, ხოლო თუ საუბარია ტელეეთერებში ისეთი ადამიანების მიწვევაზე, რომელთა აზრიც სხვისთვის მიუღებელია, ამ საბაბით მათი სანქცირება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ემსახურება

„როდესაც პოლიტიკოსი საუბრობს რამდენიმე ტელევიზიის დასანქცირების აუცილებლობაზე - ასეთ განცხადებას საფუძვლად უნდა ედოს ფაქტობრივი გარემოება. დაასახელონ კონკრეტული ფაქტები: როდის და რომელი სიუჟეტი გაშუქდა პროპაგანდისტულად? თუ ასეთი მაგალითი არ არსებობს, მაშინ ეს მხოლოდ მოსაზრებაა და სხვა არაფერი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეზოლუციას, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ წარადგინა.

პაატა სალიას თქმით, თუ საუბარია ტელეეთერებში ისეთი ადამიანების მიწვევაზე, რომელთა აზრიც სხვისთვის მიუღებელია, ამ საბაბით მათი სანქცირება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ემსახურება.

„მე პირადად გადამოწმებული მაქვს, ამ ტელევიზიებიდან არც ერთს, არც უკრაინაში მიმდინარე ომი და არც სხვა რომელიმე მიმდინარე მოვლენა, არ გაუშუქებია ევროპული, თუ ამერიკული მედიებისგან განსხვავებულად. დაასახელონ ერთი მაგალითი, რა გავრცელდა ისეთი, თუნდაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს? მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ნებისმიერი საომარი მოქმედება, შეხვედრა, კონფერენცია, თუ სამიტი შუქდება ისე, როგორც ამას აკეთებს ნებისმიერი ტელევიზია მთელ მსოფლიოში. ხოლო, თუ საუბარია ტელეეთერებში ისეთი ადამიანების მიწვევაზე, რომელთა აზრიც სხვისთვის მიუღებელია - ამ საბაბით მათი სანქცირება მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ემსახურება“, - განაცხადა პაატა სალიამ.