1793214503
პოლიტიკა
პაატა სალია: ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
იუსტიციის მინისტრი, „ღამის კურიერის“ ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება.
პაატა სალიას თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები.
„ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში... გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული - ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.