1757507999
პოლიტიკა
პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრს აბდულა ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში გატარებულ რეფორმებს, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ აბდულა ალ ნუაიმი გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 2026 წელს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ორგანიზებით თბილისში გაიმართება.