Loading data...
ნოდარ კაპანაძე: ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი, უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი

ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი, - განაცხადა სტატისტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, ეკონომიკური სარგებლის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობას უსაფრთხოების კუთხით სარგებელი თუ ახლავს.

„ორი ვარიანტია - ან ქვეყანა იქნება დერეფნის მფლობელი, ან იქნება დერეფანი. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც აქვს დერეფანი. ამისთვის საჭიროა ის, რაც კეთდება. ევროპის ლიდერებმა ძალიან მოუხშირეს ვიზიტებს ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოს სახელოსნოა ისევე, როგორც ინდოეთი.

დღეს ჩინეთი არის ქვეყანა, სადაც ყველა სპეციალობის მუშაკი ერთ ადგილასაა თავმოყრილი. ჩინეთის განათლების სისტემა ამ გიგანტურ ეკონომიკას უწყვეტად ამარაგებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებით. ჩინეთთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისთვის“, - აღნიშნა კაპანაძემ.