ნოდარ კაპანაძე: ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით
„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მრავალვექტორული ურთიერთობა ეს არის ალბათ ის აუცილებელი რამ, რაც საქართველოს სჭირდება.
„გეოგრაფია შესაძლებლობასთან ერთად განაჩენიც არის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მზარდი სავაჭრო პარტნიორია. ძალიან საინტერესო ტენდენციებია საგარეო ვაჭრობაში.
ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით. 2023 წელს ჩინეთის და შუა აზიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა ევროპასთან იყო დაახლოებით 230 მლნ ტონა ტვირთი წლის განმავლობაში. თუ შევხედავთ სავაჭრო მარშრუტებს, ჩრდილოეთის მარშრუტი მუშაობას, მაგრამ დიდი გაჭირვებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა აჩვენეს პრობლემები ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, სუეცის არხზე. ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება „შუა დერეფანი“, - აღნიშნავს ნოდარ კაპანაძე.