ნინო წილოსანი: USAID წლების განმავლობაში რჩებოდა რუსთაველზე მდგარი აგენტურის დაცვის ობიექტად, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით
„USAID წლების განმავლობაში რჩებოდა რუსთაველზე მდგარი აგენტურის დაცვის ობიექტად, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, რუბიოს განცხადება აჩვენებს, პრიორიტეტი იყო თავად აშშ-სთვისაც დაფინანსების ის არასწორი ფორმები აღმოეფხვრათ, რომელიც USAID-ის სახით ფუნქციონირებდა.
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, სიამაყით აცხადებს, თავის წინასაახალწლო მიმართვაში, რომ მათ USAID გააუქმეს და გადმოიყვანეს უფრო სწორი დაფინანსების ფორმატში, ეს გვაჩვენებს, რამხელა პრიორიტეტი იყო თავად აშშ-სთვისაც დაფინანსების ის არასწორი ფორმები აღმოეფხვრათ, რომელიც USAID-ის სახით ფუნქციონირებდა.
USAID-ზე ჩვენ უკვე 2020 წლიდან ვსაუბრობდით, როდესაც მისი დაფინანსებით „ისფედმა“ პივიტი გააყალბა და არჩევნების შემდგომ ამას წარმოუდგენელი პოლიტიკური არეულობა მოჰყვა. თუმცა, USAID წლების განმავლობაში რჩებოდა რუსთაველზე მდგარი იმ აგენტურის დაცვის ობეიქტად, რომელსაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით“, - განაცხადა წილოსანმა.