Loading data...
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე: რა თქმა უნდა, თავისი თავნებობის მიღმა, ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული უგუნური განცხადებებით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინი წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გერმანიაში დიასპორასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„ზურაბიშვილმა ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, რა თქმა უნდა ის თავისი თავნებობის მიღმა ასევე გამოირჩევა განსაკუთრებული უგუნური განცხადებებით. 

სალომე ზურაბიშვილმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ ყველა აღიარებს ოპოზიციის უსუსურობას ამ არჩევნებში და რომ არც ერთ მათგანს, გაერთიანების პირობებშიც კი, შესაძლოა არ ჰქონდეს შანსი, რომ მარტივი უმრავლესობა მაინც მიიღონ“, - აცხადებს წილოსანი.